10:04 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-02 12:57:53, 424 ნახვა

საზოგადოება
პანდემიით გამოწვეული ზიანის შესამსუბუქებლად თბილისის მერია ბავშვთა დაბადების დღის ცენტრებსაც დაეხმარება

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ზიანის შესამსუბუქებლად დედაქალაქის მერია ბავშვთა დაბადების დღის ცენტრებსაც დაეხმარება, - ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა.

თბილისის მერის განცხადებით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, დახმარებას მიიღებს 70-მდე ობიექტი და გაიცემა 350 000 ლარამდე სუბსიდია. მისივე თქმით, განაცხადების მიღება დაიწყება 2 ივნისიდან და გაგრძელდება 10 ივნისამდე.

„ამ რთულ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში მძვინვარებს პანდემია, თანადგომა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. სექტორი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა, არის ბავშვთა გასართობი ცენტრები. თქვენ იცით, ჩვენ რესტორნებისა და კაფე-ბარებისთვის გამოვყავით სპეციალური თანხები, რათა ისინი უფრო მომზადებულები შეხვედროდნენ ტურისტულ სეზონს. რაც შეეხება ბავშვთა გასართობ ცენტრებს, ისინი ყველაზე ადრე დაიხურნენ და ყველაზე გვიან განაგრძეს მუშაობა. ჩვენ გვინდა, დავეხმაროთ მათ 5000-5000 ლარით. სუბსიდიას ყველა ის სუბიექტი მიიღებს, რომელიც რეგისტრირებულია 2020 წლის 28 ნოემბრამდე და დღემდე არ არის ლიკვიდირებული.

პროგრამაში მონაწილეობისა და ფინანსური დახმარების მისაღებად ორგანიზაციების წარმომადგენელებმა თბილისის მერიაში უნდა შემოიტანონ განცხადება, თბილისის მერიის ვებგვერდზე მითითებული დეტალების გათვალისწინებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics