|
2021-05-28 12:11:04, 447 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტმა ქეთევან ასათიანი ღირსების ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების უფროსი ქეთევან ასათიანი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ქეთევან ასათიანს ღირსების ორდენი გადაეცა საქართველოს ეროვნული არქივის ფონდების მეცნიერული კვლევისა და საზოგადოებისთვის მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. „დღეს ჩვენ აღვნიშნავთ იმ ადამიანების ღვაწლს, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს ამ ქართული იდენტობის, ქართული კულტურის შენარჩუნება - განვითარების საქმეში. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება, აღვნიშნო სწორედ ისეთი ადამიანების ღვაწლი, რომლებიც ჩუმად და შეუმჩნევლად აკეთებენ თავიანთ საქმეს, სწორედ ასე იქმნება ქართული კულტურის დიდი ბირთვი, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)