|
2021-05-24 11:38:41, 717 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი „ნამახვანჰესის“ აქციაზე - ულტიმატუმის ენით საუბარი ბნელი 90-იანების გადმონაშთია
ულტიმატუმის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია, ეს არის ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ნამახვანჰესის“ პროექტი 200 მილიონი დოლარის კერძო ინვესტიციაა, რომელიც ათასობით ადამიანის დასაქმებას გულისხმობს. „მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ასეთი პროექტის დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი დედაქალაქისთვის. ზოგადად, ძალიან კარგი სტიმული, პრეცედენტი და მაგალითია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, მითუმეტეს პანდემიის ფონზე. მინდა ინვესტორს, ბატონ ნამორაძეს დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი მთავრობის სახელით. ეს არის 200 მილიონი დოლარის კერძო ინვესტიცია, ათასობით ადამიანის დასაქმებას გულისხმობს ეს პროექტი და მისასალმებელია, რომ ასეთი ეკოლოგიური სივრცე შეიქმნება. ახალი რეკრეაციული ზონები შეიქმნება ამ პროექტის ფარგლებში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობის ხელშეწყობით ზოგადად ამ დეველოპერულ სექტორს ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა გასული წლიდან მოყოლებული, ვინაიდან პანდემიის პრობლემა შეეხო ყველას და ყველა სექტორს. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ის, რომ ჩემი პოზიცია არის ასეთი - ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მაქსიმალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა და ეს მზაობა იყო, არის და იქნება. ჩვენ ასევე შევთავაზეთ პროტესტის მონაწილეებს შესაფერისი დიალოგის ფორმატი, არაერთი მცდელობა გაკეთდა ჩვენი მხრიდან, ჩემი პირადი წარმომადგენელი ჩავრთე, გუბერნატორები და მთელი სამინისტროები იყვნენ და არიან ჩართულები. ამის გარდა, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი მოვიწვიეთ, რომელიც კიდევ ერთხელ დეტალურად შეისწავლის ამ პროექტის ყველა ნიუანსს და ყველა დეტალს, გარემოს ზემოქმედების ეფექტებს. ასევე მე დავავალე იუსტიციის სამინისტროს, რომ კიდევ ერთხელ შეისწავლონ, დამოუკიდებელი იურიდიული კომპანიის მიერ მოხდეს შესწავლა, აღნიშნული პროექტის შესაბამისობა საერთაშორისო პრაქტიკასთან, აქედან გამომდინარე, კითხვები არ უნდა არსებობდეს. კიდევ ერთი ინფორმაცია მინდა გითხრათ, რომ თვის ბოლოს მე ვხვდები ინვესტორს, კომპანიის დამფუძნებელს და მფლობელს, რომელიც ეწვევა თბილისს. მე თავად ვარ ჩართული და მსურს, დეტალურად გავერკვიო, რომ რაიმე საწინააღმდეგო არ იყოს ამ ხელშეკრულებაში. რაც შეეხება დანარჩენ ულტიმატუმის ენით საუბარს, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, ეს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ულტიმატუმით საუბარი არის ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთი და ჩვენ კარგად გვახსოვს სწორედ ის ბნელი, 90-იანი წლების პერიოდი, როცა ამ რაღაც ვითომ პატრიოტიზმის ეგიდით და საფარქვეშ ყველა აქტივისტი იყო „ძალიან კარგი სპეციალისტი" ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, რკინიგზის და ა.შ. შედეგად რაც მივიღეთ კარგად მოგეხსენებათ, მივიღეთ სამოქალაქო ომი, დავანგრიეთ ჩვენ თვითონ ჩვენი ქვეყანა, ქარხნები, ფაბრიკები დავშალეთ და მთლიანად ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციაც სწორედ ჩვენი იმდროინდელი გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგია, დავკარგეთ მიწა-წყალი. აქედან გამომდინარე, მინდა, ყველა ამ ადამიანს მივმართო და მოვუხმო გონიერებისკენ, სახელმწიფო იმართება კანონით და კონსტიტუციის ფარგლებში. ვინც გადავა კანონის ფარგლებს მიღმა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)