00:24 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-21 15:27:46, 1343 ნახვა

სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკრაინის ელჩს და ატაშეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა. თავდაცვის მინისტრმა უკრაინულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებსა და არსებულ გამოწვევებს. 

უკრაინელ დიპლომატთან საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით უკრაინის თავდაცვის მინისტრის დაგეგმილ ვიზიტს. შეხვედრაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო სწავლებებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე, ასევე სამხედრო განათლებისა და დაჭრილი სამხედროების რეაბილიტაციის კუთხით თანამშრომლობის საკითხებზე.  

შეხვედრას უკრაინის სამხედრო ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ალექსანდრ ჰურაკი დაესწრო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics