|
2021-05-15 20:25:51, 521 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - მივესალმებით საუდის არაბეთის ავიაკომპანიის საქართველოს ბაზარზე დაბრუნებას
საქართველოს ავიაბაზარზე საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas-ი რეგულარულ რეისებს განაახლებს. 17 მაისიდან თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მიმართულებით რიადიდან, ჯედადან და დამამიდან შესრულდება. ავიარეისები Airbus 319 და 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიანიჭა. „ჩვენ მივესალმებით საუდის არაბეთის ავიაკომპანიის საქართველოს ბაზარზე დაბრუნებას, რომელიც ადგილობრივი ტურისტული სექტორისთვის ყურის ქვეყნებიდან ვიზიტორებს ჩამოიყვანს. საქართველოს ტურისტული ინდუსტრია მზადაა საერთაშორისო ვიზიტორების მისაღებად, მათ შორის, ყურის ქვეყნებიდან. ჩვენ აქტიურად ვეხმარებით ეროვნულ ტურისტულ ინდუსტრიას, რომ მათ უსაფრთხოდ და კოვიდ-რეგულაციების დაცვით შეძლონ ტურისტების მომსახურება. საქართველო პირველია რეგიონში, რომლის ტურიზმის ინდუსტრიაც მზადაა ვაქცინირებული თანამშრომლებით საერთაშორისო ტურისტებს უმასპინძლოს. მოხარული ვართ, რომ ქვეყნის ტურისტულ ბაზარზე ბრუნდებიან ვიზიტორები არა მხოლოდ ჩვენი ტრადიციული ტურისტული ბაზრებიდან," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. ავიაკომპანია Flynas-ი საქართველოს მიმართულებით კვირაში 21 რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას შეასრულებს. საქართველოს ავიაბაზარზე "Flynas"-ი პირველად 2018 წელს შემოვიდა.
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)