21:24 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-15 11:46:50, 563 ნახვა

საზოგადოება
ნარკოდანაშაულთან ბრძოლის შესახებ მებაჟე ოფიცრებმა ერთობლივი სწავლება გაიარეს

მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO), ასევე გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და  ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS)  ერთობლივი პროექტის - ,,კონტეინერების კონტროლის პროგრამის’’ ფარგლებში, საქართველოში  მოქმედ  უწყებათაშორის დანაყოფს  პრაქტიკული სწავლება ჩაუტარდა.

აღნიშნული პროგრამის მონიტორინგის პროცესში, მებაჟე-ოფიცრებთან ერთად, ტვირთებისა და სატრანსპორტო საშუალებების კონტროლს, ერთობლივად ახორციელებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ასევე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტებისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები.

კონტეინერების კონტროლის პროგრამის მიზანია, ორგანიზებული დანაშაულის გამოვლენისა და აღკვეთის პროცესში ერთობლივ ოპერაციებთან დაკავშირებული, ისეთი მნიშვნელობანი ინფორმაციის გაცვლა, როგორიცა ნარკოტიკებით ვაჭრობისა და სხვა უკანონო საქმიანობის აღმოსაფხვრელად, მაღალი რისკის მქონე ტვირთების იდენტიფიცირება, ლეგიტიმური ვაჭრობის ხელშეწყობა და ამ მხრივ საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო  გაძლიერება.

ერთობლივი სწავლება, რომელიც მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ექსპერტის სვეტლან სავოვის ჩართულობით გაიმართა ესწრებოდნენ ნაიდა შამილოვა - გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) შავი ზღვის რეგიონული მენეჯერი და როზი პეტროვი - აშშ საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) პროგრამის ხელმძღვანელი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics