18:04 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-13 22:56:04, 598 ნახვა

კომენტარი
ჯუანშერ ბურჭულაძე: სამაგალითოა საქართველო-აშშ-ის პარტნიორობა თავდაცვის სფეროში, რაც გამოიხატება უპრეცენდენტო და პრაქტიკული მხარდაჭერით

„დღეს აშშ-საქართველოს ურთიერთობა არის უპრეცენდენტოდ მაღალ დონეზე. მინდა გითხრათ, რომ სამაგალითოა საქართველო-აშშ-ის პარტნიორობა თავდაცვის სფეროში, რაც გამოიხატება უპრეცენდენტო და პრაქტიკული მხარდაჭერით ჩვენი ჯარის მშენებლობისა და რეფორმირების საკითხში“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებისას.

მან აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ლოიდ ოსტინთან გამართულ სატელეფონო საუბარზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თავდაცვის მდივანმა საქართველოსთან მეტი ჩართულობისა და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოხატა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ კანონმდებლებთან აშშ-სთან წარმატებით მიმდინარე  3-წლიან სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ამოცანების შესრულებაზეც ისაუბრა და განსაკუთრებით გამოყო საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელება, რომლის ფარგლებშიც 8 ბატალიონი უკვე გაიწვრთნა და მიმდინარე წელს მე-9 ბატალიონიც დაემატება.

„მინდა, მადლობა გადავუხადო აშშ-ს ამ მნიშვნელოვანი პროექტების ინიცირებისა და მხარდაჭერისთვის, ყოველწლიური სამხედრო ფინანსური დახმარებისთვის, თანამედროვე შეიარაღების შეძენის შესაძლებლობისთვის და ყველა იმ პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი წლებია საქართველოს და ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებისთვის იჩენენ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, ბალტიისა და სკანდინავიის, ასევე შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზეც. მან ხაზი გაუსვა ასევე, სტრატეგიულ პარტნიორობას თურქეთთან, რომელიც მნიშვნელოვან ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას უწევს საქართველოს თავდაცვის ძალებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics