16:15 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-06 21:15:25, 799 ნახვა

მსოფლიო
ლატვიამ ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხეთა გენოციდი აღიარა

ლატვიის სეიმმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხეთა გენოციდი აღიარა.

ამის შესახებ ლატვიის პარლამენტმა შესაბამისი დეკლარაცია მიიღო.

„ვაცნობიერებთ რა იმას, რომ ოსმალეთის იმპერიის მმართველი ორგანოების ქმედებების შედეგად დიდი რაოდენობით სომეხი ძალადობრივად იყვნენ დეპორტირებულები იმპერიის სხვა რეგიონებში და დაიღუპნენ შიმშილის, წამების და მკვლელობის შედეგად, სეიმი გმობს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებს, მათ შორის მკვლელობებს და ძალადობრივ გადასახლებას“, -  განაცხადეს ლატვიის პარლამენტში.

მიღებული დეკლარაცია 40-მა დეპუტატმა მოამზადა, ლატვიის პარლამენტში, დეპუტატმა რომან ნაუდინშმა სომხეთს მოუწოდა, რომ აღიარონ ლატვიელთა გენოციდი და ბალტიის ქვეყნების ოკუპაცია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics