14:12 - 19 Jul, 2026
|
2021-04-30 15:18:24, 587 ნახვა
საზოგადოება
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ვაქცინა „სპუტნიკის“ პირველი დოზა ჩაიტანეს
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V”-ის პირველი დოზა ჩაიტანეს, - აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გვიან ღამით ჩავიდა. „ვაქცინაცია რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზზე ჩატარდება. პირველ რიგში ავცრით იმ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ არ აქვთ გადატანილი კორონავირუსი“, - განაცხადა წამლების სააგენტოს ხელმძღვანელმა და ე.წ ჯანცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ახრა ადჟბამ. ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში აფხაზეთში კორონავირუსის 14 494 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელებულია 13 517 პაციენტი და დაღუპულია 222 ადამიანი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე ომის დროს ყველაზე მასშტაბური ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელა
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)