00:55 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-29 18:28:29, 588 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან შეხვედრა გამართა

საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა, ჯიჰად აზურმა.

ვირტუალურ ფორმატში გამართულ შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ სსფ-ის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სუბირ ლალი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ყოფილი ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი, IMF-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაქერი.

შეხვედრას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ახალი ხელმძღვანელის რანგში დაესწრო ჯეიმს ჯონი.

მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის პროგრამის მერვე მიმოხილვის დასრულება, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის უაღრესად ნაყოფიერი და თანამშრომლობითი პარტნიორობის მნიშვნელოვანი ეტაპია. ხაზი გაესვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წვლილს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

უახლოეს პერიოდში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებს შორის დასახელდა COVID-19-ის პანდემიის დაძლევა, ეკონომიკური აღდგენის უზრუნველყოფა და გამოწვევების მიუხედავად, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნება.

ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სსფ-ის მისიის ახალ ხელმძღვანელთან და მის გუნდთან გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics