|
2021-04-28 22:27:51, 939 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების სპორტული კვირეულის დახურვას დაესწრო
წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სპორტული კვირეული დასრულდა. შეჯიბრში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ. მათ დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვეს. ცერემონიის ფარგლებში სხვადასხვა სახეობის მიხედვით გამარჯვებულები ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დააჯილდოვეს. სპორტულ შეჯიბრებებში თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გარდა, ომის ვეტერანებიც მონაწილეობდნენ. ასპარეზობა პარაფრენბურთში, ტექბოლში, ველორბოლა-პარაველოში, პისტოლეტით სროლაში, მკლავჭიდში, ნიჩბოსნობაში, პარაკალათბურთსა და და სხვა სპორტულ სახეობებში მიმდინარეობდა. ღონისძიების მიზანს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ქვეყნის წინაშე მათი ღვაწლის წარმოჩენა და რეაბილიტაციის პროცესში სპორტული კომპონენტის ინტეგრირება წარმოადგენდა. დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვა საქართველოს თავდაცვის უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამინისტრო მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროცესს, სპორტული აქტივობების განხორციელებას, ადგილობრივ თუ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მათ ჩართულობას აქტიურად უჭერს მხარს. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, 2020 წლის იანვრიდან დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმებისა და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხელფასებზე 200-დან 800 ლარამდე დანამატები დაუწესდათ; ასევე, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 27 იანვარს დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა დღე დაწესდა, რომელიც პირველად 2021 წელს აღინიშნა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)