|
2021-04-28 12:40:14, 571 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - დღეიდან ენგურჰესი მწყობრშია და აწვდის ელექტროენერგიას სრულიად საქართველოს
დღეიდან ენგურჰესი საქართველოს ენერგეტიკის ერთიან ქსელშია ჩართული. სადერივაციო გვირაბის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმატებით დასრულების შემდეგ, ქვეყნის უდიდესი ჰიდროლექტროსადგურის ჰიდროაგრეგატები უკვე ამუშავდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ასეთი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლო 15 წელია, არ ჩატარებულა. შედეგად, ჰესის სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის შედეგად, წყლის დანაკარგები 20%-30%-იანი მაჩვენებლით შემცირდება, რაც წელიწადში დამატებით დაახლოებით 90 მლნ კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიის გამომუშავებას გულისხმობს. „ენგურჰესი არის ჩვენი ძალიან დიდი სიმდიდრე, რომელიც გვაერთიანებს ქართველებსა და ჩვენს აფხაზ დებსა და ძმებს. დღეიდან ენგურჰესი არის მწყობრში და აწვდის ელექტროენერგიას სრულიად საქართველოს“, - განაცხადა ნათია თურნავამ. ენგურჰესი სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის მიზნით, 2021 წლის 20 იანვარს გაჩერდა. სადერივაციო გვირაბში ჩატარებული რეაბილიტაციის შედეგად გვირაბიდან გაჟონილი წყლის მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც სამომავლოდ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე აისახება. სადგურის სადერივაციო გვირაბში სარემონტო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა. გვირაბის რეაბილიტირებული მონაკვეთის ინსპექტირება ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა ერთობლივად განახორციელეს. მხარეების შეფასებით, შესრულებული სარემონტო სამუშაოები დადგენილ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. რეაბილიტაციის პროექტის სრული ღირებულება 45 მილიონ ევროს შეადგენს. აქედან, 7 მლნ ევროკომისიის გრანტია, 38 მლნ კი - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საფინანსო რესურსი, უშუალოდ გვირაბის რეაბილიტაციისთვის კი 8 მლნ ევრო გამოიყო.
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)