08:47 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-26 11:15:16, 884 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას, რაც 15 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს

ჩვენ ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას 63 მუნიციპალიტეტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, პროექტი ითვალისწინებს რეგიონების ინფრასტრუქტურულ განათლებას.

მისივე განმარტებით, აღნიშნული პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება 500 მილიონი ლარია და მისი ვარაუდით, პროექტი დაახლოებით 15 ათასამდე ადამიანს დაასაქმებს.

„ჩვენ ვიწყებთ ქვეყნის მასსშტაბურ განახლებას, ეს პროგრამა გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განათლებას, მნიშვნელოვანი კულტურული ობიექტების რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, რეკრეაციულ პარტკებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების რეაბილიტაციასა და მშენებლობას, ყველა ქალაქის, მუნიციპალიტეტის კურორტების და დასახლებების ურბანულ განახლებას. შეიქმნება ახალი დასასვენებელი ტურისტულ-საზოგადოებრივი ზონები.

საქართველოში უამრავი ადგილია, რომელიც უნდა გავხადოთ კიდევ უფრო მიმზიდველი ჩვენი მოსახლეობისთვის და ამავდროულად ჩვენი სტუმრებისთვის, ტურისტებისთვის.

რეგიონების განახლების პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება ხუთასი მილიონი ლარია, რაც ითვალისწინებს ახალი სამუშო ადგილების შექმნას, ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით 15 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. პროგრამით გათვალისწინებულ პროექტებზე ტენდერები ამ კვირაშივე გამოცხადდება და 63 მუნიციპალიტეტში, ალბათ ივნისიდან დავიწყებთ პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა თავისი გუნდი წარადგინა
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველომ ლიმონათების ექსპორტიდან თითქმის $100 მლნ-ის შემოსავალი მიიღო მიიღო - მთავარი ბაზარი რუსეთია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics