20:03 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-21 15:37:07, 516 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნია - ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლა გაიზარდა, 4 400 საწოლიდან 3 600 დაკავებულია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლა გაიზარდა.

როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, 4400 საწოლიდან 3600 დაკავებულია.

„1300-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა გასული 24 საათის განმავლობაში. რა თქმა უნდა, შემთხვევების რაოდენობა იმატებს და დადებითობის მაჩვენებელი რჩება 4%-ს ქვემოთ, თუმცა ყოველდღიური მაჩვენებელი უკვე საკმაოდ მაღალია რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვა. რა თქმა უნდა, გაიზარდა დაწოლა ჰოსპიტალურ სექტორზეც 4400 საწოლიდან 3600 არის დაკავებული, მათ შორის 500-ზე მეტი პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და 90-მდე პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში, ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია სჭირდება. ასევე არიან პაციენტები კოვიდსასტუმროებში. კოვიდსასტუმროების დამატების საჭიროებაც გამოიკვეთა როგორც თბილისში, ასევე ქუთაისსა და ბათუმში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
ცხინვალი: ევროკავშირი ცდილობს სირია აიძულოს, უკან წაიღოს „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება
გერმანიის კანცლერი: ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილნი აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაფართოების მიმართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics