|
2021-04-21 13:30:32, 512 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილმა პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის შემუშავების პროექტის სამუშაო ჯგუფის პირველ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის შემუშავების პროექტის სამუშაო ჯგუფის პირველ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოლომონ პავლიაშვილმა მადლობა გადაუხადა ნორვეგიის სამეფოს და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს თანამშრომლობისა და პროექტის მხარდაჭერისათვის და ყურადღება პროექტის მნიშვნელობის საკითხზე გაამახვილა. „როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის შემუშავება ქვეყნის გარემოსდაცვით პოლიტიკაში წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. როგორც სოლომონ პავლიაშვილმა განაცხადა, ნარჩენების წარმოქმნის შემცირებითა და მისი გადამუშავებით, მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ქვეყანაში ეკონომიკურ განვითარების, ხოლო მეორე მხრივ, გარემოზე ზემოქმედების შერბილების საკითხის ხელშეწყობა. ონლაინ შეხვედრას, სამუშაო ჯგუფის წევრებთან და დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში ნორვეგიის ელჩი ჰელენ სანდ ანდერსენი და საერთაშორისო ექსპერტი ნარჩენების მართვის საკითხებში ლუდვიგ სტრეფი ესწრებოდნენ“, - აღნიშნავენ უწყებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)