|
2021-04-21 12:00:57, 466 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის 69-ე ონლაინ სესია მისასალმებელი სიტყვით გახსნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) 69-ე ონლაინ სესია მისასალმებელი სიტყვით გახსნა. სესიაზე, რომელიც ცირკულარული ეკონომიკის და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ხელშეწყობას ეძღვნებოდა, მინისტრმა საქართველოს გარემოსდაცვით პოლიტიკაზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქვეყნაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა პრიორიტეტია და ყურადღება მწვანე ეკონომიკის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა. მინისტრმა კლიმატის ცვლილების შერბილების, განახლებადი ენერგიის წარმოების და ბუნებრივი რესურსების მდგრადი განვითარების მნიშვნელობის საკითხებზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილმა სესიის მონაწილეებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021–2027 წლების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებებიც გააცნო. გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ონლაინ სესიაში მსოფლიოს 20 ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)