|
2021-04-20 14:25:39, 665 ნახვა
ეკონომიკა
სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 18 750 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 18 750 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. „2021 წლის 20 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 18 750 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 37 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.600 პროცენტით, მაქსიმალური 8.600 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.600 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 10.250 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში“, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)