|
2021-04-20 10:59:52, 1807 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 030 თბილისში, 163 სამეგრელო-ზემო სვანეთში და 164 აჭარაში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 030 თბილისში, 163 სამეგრელო-ზემო სვანეთში და 164 აჭარაში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტების რიცხვი 581-ს შეადგენს, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 89 ადამიანი იმყოფება. „დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 792 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 030 შემთხვევა, აჭარა - 164, იმერეთი - 96, ქვემო ქართლი - 75, შიდა ქართლი - 85, გურია - 55, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 163, კახეთი - 63, მცხეთა-მთიანეთი - 33, სამცხე-ჯავახეთი - 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 506, საიდანაც: 3 270 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 793, აჭარაში - 420, იმერეთში - 390. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 581 პირი, მათ შორის, თბილისში - 296, აჭარაში - 74, იმერეთში -79. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი, მათგან თბილისში - 63, აჭარაში - 7, იმერეთში - 9. 513 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 271 - თბილისში, 224 - აჭარაში. 7 723 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 308 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 276, ხოლო აჭარაში - 5. სულ 6 ოქტომბრიდან - 19 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 459 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 389 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8 923 პირი, აჭარაში - 2 374, იმერეთში - 1 001“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)