|
2021-04-17 11:50:29, 546 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა ქალი მსჯავრდებულების ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერა
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა ქალი მსჯავრდებულების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გახსნა. ღონისძიება ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გაიმართა და მას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ბუბა ლომუაშვილმა მსჯავრდებლების რესოციალიზაციის პროცესში მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და მათი პროფესიული მომზადება, იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულებაა. ექსპოზიციაზე, #5 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ქალი მსჯავრდებულების მიერ სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი ხელნაკეთი ნივთები გამოიფინა. გაყიდული ნამუშევრებიდან მიღებული თანხა კი მსჯავრდებულებს პირად ანგარიშზე ჩაერიცხებათ. გამოფენა მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრისა და ნ. ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ინიციატივით განხორციელდა. მსჯავრდებულებისთვის კულტურული, საგანმანათლებლო და შემეცნებითი ხასიათის მქონე პროექტების კვლავაც განხორციელების მიზნით, მხარეებს შორის ურთიერთნამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორმა ნინო ჭიპაშვილმა და ნ. ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის წარმომადგენელმა ნონა ქარციძემ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)