|
2021-04-16 12:33:25, 430 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ UNDP-ის მიერ ორგანიზებულ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ორგანიზებულ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გაეროს განვითარების პროგრამის ინოვაციების ჯგუფი, ჩეხეთის მთავრობის ხელშეწყობით (Czech UNDP Partnership for SDGs), 2019 წლის ნოემბრიდან აწყობს შეხვედრების სერიას სამეცნიერო, კერძო, არასამთავრობო და სამთავრობო წრეების წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელიც მიზნად ისახავს კვლევითი და პოლიტიკის შემუშავების პროცესების დაახლოებას, თანამედროვე კვლევითი მეთოდების და განვითარების სფეროში განხორციელებული კვლევების გაზიარების გზით. „მისასალმებელია, რომ არსებობს სივრცე, სადაც შესაძლებელია, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები სამეცნიერო მიღწევებს გაეცნონ შემდგომ პრაქტიკაში დასანერგად, როგორც გარემოს დაცვის, ისე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ყოველთვის საინტერესოა სხვა ქვეყნებში არსებული პრაქტიკის გაცნობა საკანონმდებლო თუ კერძო ინიციატივების ჭრილში, როგორიცაა ჩეხეთი და ბოსნია-ჰერცოგოვინა, რომელთა შესახებაც მოწვეული ჩეხი ექსპერტისგან მოვისმინეთ”, - განაცხადა შეხვედრაზე სოლომონ პავლიაშვილმა. შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილემ სურსათის ნარჩენების სეპარირების, გადამუშავების, კომპოსტირებისა და რეციკლირების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მთავრობას განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამების ხელშეწყობისთვის.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)