|
2021-04-11 20:40:05, 500 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: ცენტრალური პარკის პროექტი ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის
ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. როგორც კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა, თბილისისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი რამდენიმე ეტაპად ხორციელდება, რისთვისაც მან მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილის ოჯახს და ფონდ „ქართუს“. „ეკოლოგია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა ჩვენი ქალაქისთვის. ბევრი კარგი და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ თბილისის გამწვანების მიმართულებით- სკვერების, პარკების მშენებლობა და განახლება-რეაბილიტაცია. თქვენ იცით, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს ცენტრალური პარკი. ეს იყო კერძო საკუთრება, რომელიც ივანიშვილების ოჯახმა მუნიციპალიტეტს გადასცა. პარკის მოწყობის სამუშაოებსაც ასევე აწარმოებს საქველმოქმედო ფონდი "ქართუ". მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ივანიშვილების ოჯახს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ვრცელდება მიზანმიმართული დეზინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს დაგეგმილია აღნიშნული ტერიტორიის „ჩაბეტონება“ და სარესტორნო სივრცეების მოწყობა. კახა კალაძის განმარტებით, პარკი მიმზიდველი და საინტერესო იქნება ყველა ინტერესისა და საჭიროების მქონე ადამიანისთვის. „კონცეფცია მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ ეს ერთი დიდი სივრცე ისე დაიყოს, ყველა ადამიანს ჰქონდეს დასვენებისა და გართობის შესაძლებლობა. ამ დროისთვის მუშაობა მიმდინარეობს პროექტის დეტალებზე და მინდა, მივმართო საზოგადოებას, ჩაერთოს ამ პროცესში და უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეს კონკრეტული სივრცეების მოწყობასთან დაკავშირებით. ჩვენ კარი არასდროს არავისთვის დაგვიხურავს, ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობთ ვეთანამშრომლოთ საზოგადოებასთან. ჩვენ ამისთვის შევქმნით სპეციალურ პლატფორმას, მსურველებს შევხვდებით, გვექნება პროექტების განხილვები, საზოგადოებასაც წარვუდგენთ ზუსტად იმას, თუ რისი გაკეთება იგეგმება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)