11:15 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-08 14:37:26, 816 ნახვა

მსოფლიო
სერგეი ლავროვი აშშ-ის მხრიდან რუსეთისთვის სანქციების შესაძლო დაწესებას უშედეგოს და სისულელეს უწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ის მხრიდან შესაძლო სანქციების თემას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მოსკოვი ვაშინგტონის არამეგობრულ ნაბიჯებს სათანადოდ უპასუხებს.

როგორც სერგეი ლავროვი აღნიშნავს, აშშ-ის მიერ სანქციები მოსკოვის მიმართ უშედეგოა.

„ჩვენ ყველანაირ არამეგობრულ ნაბიჯებს ვუპასუხებთ, თუმცა ამ დროისთვის არანაირი კონკრეტული გადაწყვეტილება არ არსებობს.“, - აცხადებს ლავროვი.

აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ მხოლოდ საკუთარ თავს უნდა ვენდოთ, რადგან არც შეერთებული შტატები არც მისი მოკავშირეები საიმედო პარტნიორები არ არიან და სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ მნიშვნელოვან სფეროებში ჩვენ ვერ ვენდობით მათ განწყობას და და ვერ ვიქნებით იმაზე დამოკიდებული თუ, რომელ ფეხზე ადგებიან ისინი დილით. სანქციების დაწესება აშშ-ის სულელურ ნაბიჯია, რომელსაც არ მოაქვს არანაირი კარგი შედეგი იმ მიზნებისგან გამომდინარე, რომელიც გამოძრავებს", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics