|
2021-04-07 10:38:48, 798 ნახვა
მსოფლიო
უკრაინაში რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 14-ჯერ დაარღვიეს - დაღუპულია ორი სამხედრო
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებული ფორმირების მიერ დონბასში 14-ჯერ დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, - აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გაერთიანებული ძალების შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შედეგად გარდაიცვალა 2 უკრაინელი სამხედრო. ამასთანავე, როგორც გაერთიანებული ძალების შტამი იუწყება, დაღუპულთა შორის ერთი უფროსი ლეიტენანტი ვლადიმირ შპაკია. „რუსეთის, მტრის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად გაერთიანებული ძალების ერთმა ჯარისკაცმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები მიიღო, გარდა ამისა, გაერთიანებული ძალების ოპერაციის არეალში, ერთი ჯარისკაცი დაუდგენელ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე აფეთქების შედეგად დაიღუპა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობილია, რომ უკრაინულმა მხარემ რუსეთის შეარაღებული ფორმირების ქმედებების შესახებ ეუთო-ს წარმომადგენლებს უკვე მიაწოდა ინფორმაცია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)