08:27 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-06 10:03:28, 471 ნახვა

საზოგადოება
გურამ დოჩანაშვილს დღეს დაკრძალავენ

ქართველ მწერალს, გურამ დოჩანაშვილს დღეს დაკრძალავენ.

მწერალს, მისივე სურვილით, საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალავენ, მანამდე კი  სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს გარდაიცვალა. ის 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში დაიბადა. 1962 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. 1968 წელს გურამ დოჩანაშვილი მწერალთა კავშირში მიიღეს. გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები 1961 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“. მწერალი არის ლიტერატურული პრემია - "საბას" ლაურეატი ნომინაციაში - "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

გურამ დოჩანაშვილი იყო ავტორი ნაწარმოებების: „სამოსელი პირველი", „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა", „ბრმადყოფილზე, და..." და სხვა...





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics