|
2021-04-05 15:54:56, 638 ნახვა
საზოგადოება
ფლანგვის დეტექტორი - ვლადიმერ პოზნერის მასპინძელს, ბენო ქაშაკაშვილს 2016-20 წლებში „ქართული ოცნებისთვის“ 405 000 ლარი აქვს შეწირული
ვლადიმერ პოზნერის მასპინძელს, ბენო ქაშაკასვილს 2016-20 წლებში „ქართული ოცნებისთვის“ 405 000 ლარი აქვს შეწირული, - აღნიშნულ ინფორმაციას „ფლანგვის დეტექტორი“ ავრცელებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ბენო ქაშაკაშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მმართველი პარტიის სიის 53-ე ნომერი იყო. ამასთანავე, „ფლანგვის დეტექტორი“ აღნიშნავს, რომ ნახევარ მილიონზე მეტი ბენო ქაშაყაშვილის ბიზნესს ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის გზით გადაეცა. „მაგალითად, მის საკუთრებაშია შპს “აიღვინისახლი”, რომელიც სხვადასხვა მარკებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე, მათ შორის სასტუმრო/რესტორანი ‘ვინოტელი’-ს სახით. ამ რესტორანში 31 მარტის საღამოს რუსი ჟურნალისტი და კრემლის პროპაგანდისტი ვლადიმირ პოზნერი თანხმლებ პირებთან ერთად კომენდანტის საათისა და სხვა შეზღუდვების დარღვევით ვახშმობდა. შპს “აიღვინისახლი” 2019 წელს მესტიის საპრეზიდენტო რეზიდენციის მფლობელიც გახდა, რომელიც 2011 წელს აშენდა და რომელიც ბენო ქაშაკაშვილმა 7.5 მილიონ ლარად შეიძინა აუქციონზე. დაგეგმილია შენობის სასტუმროდ გადაკეთება", - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)