|
2021-04-02 19:57:38, 948 ნახვა
კომენტარი
ევროპარლამენტარი - ქუჩიდან ხელისუფლების შეცვლა ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ბოიკოტი გამოსავალი არ არის
„ქუჩიდან ხელისუფლების შეცვლა ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ბოიკოტი გამოსავალი არ არის“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და პარლამენტში შევიდეს. „მე თავიდანვე ვისურვებდი, რომ არ ყოფილიყო ბოიკოტი და ყველა კოლეგას მოვუწოდებდი, შებრძანებულიყვნენ და დაეკავებინათ მათი სავარძლები საქართველოს პარლამენტში. მე, როგორც ევროპარლამენტარი, ვიმუშავებ მხოლოდ და მხოლოდ რეალურ პარლამენტარებთან. ბოიკოტი არ არის გამოსავალი. მე თუ ვიღებ მონაწილეობას არჩევნებში და შემდეგ არ შევდივარ პარლამენტში, არ ვიკავებ ჩემს სავარძელს, ფაქტობრივად, მე ვღალატობ ჩემს ამომრჩეველს. მაშინ რატომ მომცა ხმა კონკრეტულმა ამომრჩეველმა, რის მიუხედავადაც, მე არ ვიკავებ საქართველოს პარლამენტის სავარძელს, რომელიც მეკუთვნის. ჩვენ გიჭერთ მხარს ოპოზიციას თქვენი უფლებების გაუმჯობესებაში, დახვეწაში, კონტროლში, ეს არის ჩვენი სტრატეგია, მაგრამ ბოიკოტი ნამდვილად არ არის გამოსავალი. ქუჩიდან რომ მოხდება გადატრიალება, ან ხელისუფლების შეცვლა, ჩემთვის აბსოლუტურად და კატეგორიულად მიუღებელია. ოპოზიციამაც უნდა იტვირთოს თანაპასუხისმგებლობა, პირველი ნაბიჯები უნდა გადადგას. ოპოზიციამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოეცხადებინა ბოიკოტი და ეუთო-ს დასკვნის მიმართ მხოლოდ ზედაპირული შეფასებები გაკეთდა ოპოზიციის მხრიდან, რა შუაშია საერთოდ გიორგი რურუას თემა“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)