09:15 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-31 13:50:47, 1960 ნახვა

ომი უკრაინაში
საქართველო „ფაიზერისგან“ ერთ მილიონ დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მიიღებს

საქართველო „ფაიზერისგან“ ერთ მილიონ დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მიიღებს, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო ელოდება კომპანიისგან დასტურს, თუ რა ფორმით მოხდება ვაქცინის მოწოდება ქვეყანაში.

„გვაქვს აქტიური კომუნიკაცია „ფაიზერთან“ და სხვა მწარმოებლებთან, „ფაიზერთან“ მიმართებით, საბოლოო კომუნიკაციის შეჯერება მოხდა ერთ მილიონ დოზაზე, თუმცა, ამ ეტაპზე, მათგან ველოდებით დასტურს როგორ, რა ფორმით მოგვაწვდიან და რა განრიგი იქნება შემოთავაზებული ამ მილიონი დოზის მოწოდებაზე“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics