10:58 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-31 13:39:41, 583 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძე: გამოჩნდა კლასტერული შემთხვევების ტენდენცია - წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად იქნება

გამოჩნდა კლასტერული შემთხვევების ტენდენცია, რაც პირველი ნიშანია, რომ განგაშის ზარს გონგი  შემოვკრათ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტორილის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, არ არის გამორიცხული, რომ ქვეყანა კორონავირუსის მესამე ტალღაში შევიდეს.

„რა თქმა უნდა, არავის არ ვაშინებ, მაგრამ დღევანდელი ეპიდსიტუაცია მაგონებს დაახლოებით, იმ ეპიდსიტუაციას, რაც ჩვენ გვქონდა სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში. თუ ჩვენ არ დავიცავთ იმ რეკომენდაციებს, არ არის გამორიცხული, რომ შევიდეთ მესამე ტალღაში. უმორჩილესად გთხოვთ, მაქსიმალურად მივაწოდოთ მოსახლეობას ინფორმაცია, რომ კორონავირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია. კი, სერიოზულად შევამცირეთ ინციდენტობა და დადებითობის მაჩვენებელი, მაგრამ ჯერ შორს ვართ. გუშინწინ და გუშინ ჩვენ გადავცდით 600-იან ზღვარს, რაც არ გვქონია თებერვლის დასაწყისის შემდეგ. ამიტომ, გამოჩნდა ტენდენცია კლასტერული შემთხვევების, რომელიც პირველი ნიშანია, რომ შემოვკრათ განგაშის ზარს გონგი. გვაქვს კლასტერული მცირე ეპიდაფეთქებები „აჭარა ტექსტილში“, კასპის რაიონში, ცაგერში და იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში. წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად იქნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics