03:50 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-29 15:44:48, 870 ნახვა

სამართალი
საია და „მთავარი არხი“ კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილებას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ

საია და „მთავარი არხი" კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილებას  საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომისიის მოტივაციამთლიანად ეფუძნება საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილების არასწორ ინტერპრეტაციას.

„საია და „მთავარი არხი" ერთობლივად ასაჩივრებენ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ ნორმას, რომლიც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განმარტებით, მას   „უხამსი“ პროგრამების ეთერში გაშვებისათვის მაუწყებლის სანქცირების უფლებამოსილებას ანიჭებს.

კომუნიკაციების კომისიამ 2021 წლის 1 თებერვალს ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად გადაცემაში „მთავარი შაბათს" ჟურნალისტ ბექა ყორშიას სიუჟეტის გაშვების გამო.

ამ სიუჟეტის ეთერში გაშვებისათვის კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ სცნო სამართალდამრღვევად. კომისიის მოტივაცია - აკონტროლოს გადაცემის უხამსი შინაარსი, მთლიანად ეფუძნება საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილების არასწორ ინტერპრეტაციას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics