|
2021-03-27 16:20:26, 661 ნახვა
საზოგადოება
მეშვიდე მიკრორაიონის N19 კორპუსთან საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს. მიმდინარეობს როგორც კაპიტალური, ასევე, შიდა ეზოს მოწყობის სამუშაოები. შიდა ეზოს მოწესრიგება გლდანის მეშვიდე მიკრორაიონის N19 კორპუსის მიმდებარედ ხორციელდება. საგზაო სამუშაოების ფარგლებში, 900 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება და მოეწყობა ბორდიური. აღნიშნულ მისამართზე გასულ წელს გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამით, წითელ ხაზებში არსებულ წყალარინების ქსელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, წელს კი საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს, 41 144 ლარამდე დაიხარჯება. ამასთან, გზის შეკეთების სამუშაოები მეშვიდე მიკრორაიონის N23 კორპუსთანაც მიმდინარეობს. ორივე მისამართზე მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი მოადგილესთან ერთად გაეცნო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)