12:13 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-27 13:18:08, 579 ნახვა

საზოგადოება
ვაშლიჯვრის მოსახლეობამ კორპუსების მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადების მოთხოვნით მერიაში პეტიცია შეიტანა

ვაშლიჯვრის მოსახლეობა კორპუსების მშენებლობაზე მორატორიუმის დაწესებას და მეწყრის შესასწავლად ექსპერტთა ჯგუფის შექმნას ითხოვს.

აღნიშნულ მოთხოვნებთან დაკავშირებით მოსახლეობამ 5000-მდე ხელმოწერა შეაგროვა და თბილისის მერიაში დღეს პეტიცია შეიტანა.

„5 000-მდე ხელმოწერა ავაგროვეთ. ჩვენი მოთხოვნები არ იცვლება. პეტიციაში ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის შექმნა, რომელშიც შევლენ ადგილობრივი მაცხოვრებლები, რათა იყოს ნდობა და გამჭვირვალობა. შეჩერდეს ყველა მშენებლობა ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე, შეჩერდეს ახალი ნებართვების გაცემა, მოხდეს მთლიანად ვაშლიჯვრის გეოლოგიური ანალიზი და აუცილებლობად დააყენონ 24-საათიანი მკონიტორინგის სისტემები“, - განაცხადა ვაშლიჯვრის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics