|
2021-03-27 12:52:01, 497 ნახვა
საზოგადოება
მთაწმინდის რაიონში, ვ.პეტრიაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
მთაწმინდის რაიონში, ვ.პეტრიაშვილის ქუჩის კაპიტალური შეკეთება დასრულდა. პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ასევე, მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და სანიაღვრე ქსელი. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 4 500კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ბოლო ეტაპის სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო. „მთაწმინდის რაიონში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. აღნიშნულ ქუჩაზე საგზაო მოძრაობა საკმაოდ დატვირთულია. შესაბამისად, მოქალაქეებს ამორტიზებული გრუნტის გზა გადაადგილებაში უშლიდა ხელს. ჩვენ, მაქსიმალურად ვცდილობთ მსგავსი პრობლემის წინაშე არცერთი ქუჩის მცხოვრებელი არ დადგეს და შევუქმნათ მათ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები“, -განაცხადა დავით კირკიტაძემ. აღნიშნული პროექტის ღირებულება 450 000 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)