|
2021-03-27 10:25:47, 452 ნახვა
საზოგადოება
ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში სკვერი და სპორტული მოედანი მოეწყო
სამგორის გამგეობა რაიონში სკვერებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას აქტიურად განაგრძობს. ერთ-ერთი ასეთი პროექტი ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში განხორციელდა. ახალი სკვერი სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ დაათვალიერა. ვარკეთილში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქ. N8-ის მიმდებარედ ახალი მულტიფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყო. 2 300 კვ.მ ფართობზე სკვერი და სპორტული მოედანი განთავსდა. პროექტის ფარგლებში, ასევე, გრუნტის დამჭერი 120-მეტრიანი ბეტონის კედელი და კიბე დამონტაჟდა. ახალ სკვერში საბავშვო მოედანი და სხვადასხვა ატრაქციონიგაკეთდა. დაიდგა სასმელი წყლის ფანტანი, ურნები, საბაღე და საქანელა სკამები. საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, მოეწყო გარე განათების სისტემა და ტერიტორია დამცავი ღობით შემოიფარგლა. სკვერის მიმდებარედ ფეხბურთისა და კალათბურთის ხელოვნურსაფარიანი მოედანი განთავსდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ტერიტორია სრულად ადაპტირდა შშმ პირთათვის. პროექტის ღირებულება 364800 ლარია. სამუშაოები, სამგორის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, კონტრაქტორმა კომპანიამ „კვადრელი“ შეასრულა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)