|
2021-03-26 15:46:48, 968 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ხვალ დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან კი ძლიერი ქარია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-27 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +5, +10 გრადუსია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, მაღალმთაში მოთოვს, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. 27 მარტს ზოგან იქროლებს ძლიერი ქარი. 28 მარტს ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში, ტემპერატურა +8, +13 გრადუსამდე მოიმატებს. მათივე ცნობით, 29-31 მარტს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება და +12, +17 გრადუსამდე დათბება. აღმოსავლეთ საქართველოში 30-31 მარტს უმეტესად ღრუბლიანი და ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 26-27 მარტს შესაძლებელია მცირე წვიმა. 27 მარტს იქროლებს ძლიერი ქარი. 28-29 მარტს უნალექო, ხოლო 30-31 მარტს წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ტამპერატურა +10, +12 გრადუსი იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)