13:34 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-25 13:01:48, 583 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ე.წ კომენდატის საათის ცვლილებაზე აპრილის დასაწყისიდან იმსჯელონ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ე.წ კომენდატის საათის ცვლილებაზე აპრილის დასაწყისიდან იმსჯელონ.

როგორც ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცადა, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ერთ-ერთი ყველზე ეფექტური შემზღუდავი საშუალებაა პანდემიის დროს.

მანვე დასძინა, რომ საქართველოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეპიდვითარება გაუარესდა, თუმცა ეს არ არის საგანგაშო.

„ზოგადად კომენდანტის საათი ეს არ არის ქართული ველოსიპედის გამოგონება, ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად პანდემიების დროს შემზღუდველ ღონისძიებებში, ყველასთან ერთად. ამიტომ, ადამიანები როცა ბევრნი არიან ავტობუსში ან მეტროში, რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა ატარონ პირბადე. კომენდანტის საათის შემსუბუქებაზე ჩვენ ვთქვით, რომ დაკვირვება მიმდინარეობს ეპიდსიტუციაზე. ახლა არ არის საგანგაშო ეპიდსიტუაცია, კი გაუარესდა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მაგრამ საგანგაშო არ არის, თუ ჩვენ ამ ტიპის ეპიდსიტუაციით ვივლით, მარტსა და აპრილში, დარწმუნებული იყავით, რომ მაისში შევალთ კარგი იმედით და მარტის ბოლოს, თუ აპრილის დასაწყისში, იგივე კომენდატის საათის გარკვეულ ცვლილებებზეც შეიძლება იმსჯელოს ქვეყანამ და განხილობს, მაგრამ ამ ეტაპზე, მთავარი მოწოდება მაინც არის იმ რეკომენდაციების დაცვა, რაზეც ვსაუბრობთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics