13:34 - 22 Jul, 2026
|
2021-03-25 11:38:23, 545 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე - არ გვაქვს შიში, რომ ვაქცინის დოზების ათვისება ვერ მოხდება
ჩვენ არ გვაქვს განსაკუთრებული შიში, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქინების ათვისება ვერ მოხდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, ის ჩავა რეგიონებში და ადგილზე გაეცნობა ვაქცინაციის პროცესს. „ჩვენ არ გვაქვს განსაკუთრებული შიში, რომ დოზების ათვისება ვერ მოხდება. საბჭოს გააჩნია კალენდარი, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვმსჯელობთ. ჩვენი სტრატეგია, ჩემი პირადად სტრატეგიაა, რომ რეგიონულ დონეზე მე ყველგან გავეცნობი, თუ რა სიტუაციაა და ვაქცინაციის პროცესის ნელა მიმდინარეობას ასევე ადგილზე გავეცნობი, რათა შემდეგ ვიმსჯელოთ მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)