|
2021-03-24 22:51:23, 1601 ნახვა
ეკონომიკა
„ლიბერთი ბანკი“ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდაჭერას აგრძელებს
24 მარტი, 2021 წელი - მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდაჭერის მიზნით ხუთი წლის ვადით განათლების კოალიციასა და ლიბერთი ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ, ირინა ხანთაძემ და ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა მოაწერეს. მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეების ორმხრივ თანამშრომლობას „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოსა“ და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით. ბანკი მთელი წლის განმავლობაში მხარს დაუჭერს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და საუკეთესო ათეულისთვის სპეციალურ საპრიზო ფონდს დააწესებს. “მოხარულები ვართ რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდო გახდა ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ ცნობილი, აღიარებული და პრესტიჟული პროფესიული კონკურსი, რომელსაც რეალური ცვლილებები მოაქვს. ვფიქრობ ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა ჯილდოს პროექტში ჩართული საზოგადოებრივი, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენელთა ნაყოფიერი და თანმიმდევრული თანამშრომლობაა. აღსანიშნავია, რომ ჯილდო ინტერსექტორული თანამშრომლობის კარგ მაგალითსაც ქმნის. ამ კონტექსტში მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ლიბერთი ბანკს თანადგომისა და ერთგულებისათვის. გვჯერა, რომ მათთან პარტნიორობით წინ ბევრი ახალი და საინტერესო სიახლე შეგვიძლია შევთავაზოთ მასწავლებლებს. ამ მიზნით ჩვენს შორის ხელმოწერილი მემორანდუმი ამ პარტნიორობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს.“- განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე, ირინა ხანთაძე. „დღეს, მაქვს პატივი ლიბერთის სახელით დავადასტურო ჩვენი მხარდაჭერა მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის მიმართ. ჩვენ წელს, უკვე მეხუთედ, მივიღებთ მონაწილეობას ამ კამპანიაში და საინფორმაციო მხარდაჭერის გარდა, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებულ საუკეთესო მასწავლებლების ათეულს დავაჯილდოვებთ. ლიბერთი ბანკისთვის მეტად საპასუხისმგებლოა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და მომავალი თაობის აღზრდის ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებას და ჩვენი ქვეყნის წინსვლას განაპირობებს. გასული წელი განსაკუთრებულად რთული იყო პედაგოგებისთვის და მათდამი პატივისცემის გამოსახატად, #ლიბერთიგულით სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპრიზო ფონდი გავაორმაგოთ.“ - ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი, ვასილ ხოდელი. 2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე განაცხადების მიღება 1 მარტს დაიწყო და 25 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება (www.tprize.ge). ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 617 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: pr@lb.ge.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)