|
2021-03-22 18:18:05, 1910 ნახვა
ომი უკრაინაში
გარდაცვლილი ექთნის საქმის შესასწავლად, შესაძლოა AstraZeneca-მ პირადი წარმომადგენლები გამოგზავნოს
27 წლის გარდაცვლილი ექთნის საქმის შესასწავლად, შესაძლოა AstraZeneca-მ საქართველოში პირადი წარმომადგენლები გამოგზავნოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ფატალური შემთხვევის დროს, რეგულირების სააგენტო ინფორმაციას შვედეთში აგზავნის, წამლების გვერდითი მოქმედებების მსოფლიო ცენტრში, ასევე ინფორმაცია იგზავნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში. „ამ ტიპის ფატალური გართულების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არსებობს დადგენილი წესი, შვედეთში არსებობს წამლების გვერდითი მოქმედებების მსოფლიო ცენტრი და იქ ამას აგზავნის რეგულირების სააგენტო. ასევე, როდესაც დამთავრდება სრული გამოკვლევა „ასტრაზენეკას“, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას. არ არის გამორციხული, როდესაც მათი წარმომადგენლები ხშირად შემდგომ ჩამოდიან და ადგილზე სწავლობენ, რადგან აქ ისწავლება ყველა ნიუანსი, რადგან თავად კომპანიაც და ჯანმოც, დაინტერესებულაი, რომ ყველა დეტალი იყოს გარკვეული და ცნობილი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)