|
2021-03-22 15:06:07, 1354 ნახვა
ეკონომიკა
TIDA-ს ფარგლებში, ონლაინ სესია - „გრაფების ანალიზი" ჩატარდება
თიბისის მხარდაჭერით, TIDA-ს (Tblisi International Data Analytics) ფარგლებში, ონლაინ სესიების სერია გრძელდება. შემდეგი სესია 23 და 24 მარტს, 10:00 საათზე, ონლაინ პლატფორმა Zoom-ში ჩატარდება. სესიის თემაა: "გრაფთა ანალიზი - როგორ გამოვიყენოთ კავშირები ანალიტიკაში". ონლაინ სესიას თიბისის მონაცემთა მეცნიერები, ნუცა აბაზაძე და არჩილ კობალაძე გაუძღვებიან. ორი დღის განმავლობაში, დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება, ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს შემდეგ თემებზე: რა არის გრაფების ანალიზი, რატომ უწოდებენ მას 21-ე საუკუნის მეცნიერებას, რა ტიპის ტრადიციული ალგორითმები არსებობს და რა მიმართულებით ვითარდება აღნიშნული დარგი. სესიაზე სპიკერები მონაცემთა ანალიტიკით დაინტერესებულ პირებს აჩვენებენ, თუ როგორ შეგვიძლია ამ ალგორითმების გამოყენება და მათი ვიზუალიზაცია. ორდღიანი სესია შემდეგ თემებს შეეხება: 23 მარტი: რომელ ინდუსტრიებში და რა ბიზნესპრობლემების გადასაჭრელად შეგვიძლია გამოვიყენოთ გრაფ ანალიზი; გრაფის სტრუქტურა და ტიპები; ტრადიციული გრაფ ალგორითმების ძირითადი ჯგუფები (Pathfinding, Community detection, Centrality/Importance); გრაფების გამოყენება Machine Learning-ში. 24 მარტი: Node Embedding; Graph Neural Networks ; გრაფ ანალიზის იმპლემენტაციის და ვიზუალიზაცის შესაძლებლობები (Python, Neo4j, PowerBI). „გრაფების/ქსელების ანალიზს 21-ე საუკუნის მეცნიერებას უწოდებენ, რადგან სწორედ ბოლო ოცწლეულის განმავლობაში გამოიკვეთა მისი გამოყენების საჭიროება მრავალ ინდუსტრიაში. გრაფების ანალიზით ჩვენ შეგვიძლია გავაანალიზოთ ვირუსის გავრცელება, გავზომოთ სოციალურ ქსელში ე.წ. ინფლუენსერების ეფექტი და სხვა", - ნუცა აბაზაძე. TIDA-ს ონლიან სესიაზე დასწრება უფასოა. დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა ონლაინ, შემდეგ ბმულზე შეუძლიათ -https://www.surveymonkey.com/r/LL8L3XQ , რის შემდეგაც ისინი მონაწილეობისთვის საჭირო მონაცემებს ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ. TIDA ბიზნესმონაცემთა ანალიტიკის პირველი კონფერენციაა რეგიონში და მის მიზანს მონაცემთა ანალიტიკის პროფესიონალებისა და ანალიტიკის გამოყენებით დაინტერესებული ბიზნესების წარმომადგენლების გაერთიანება წარმოადგენს, საერთაშორისო მასშტაბით. TIDA-ს ფარგლებში განიხილება, როგორ უნდა შექმნას ბიზნესმა რეალური ღირებულების მომტანი ანალიტიკა. კონფერენციის, ისევე როგორც ონლაინ სესიების მიზანი თემის გარშემო არსებული უახლესი ინფორმაციის გაზიარება და გაცვლაა. TIDA-ს მხარდამჭერია თიბისი.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)