00:16 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-20 11:47:34, 738 ნახვა

ეკონომიკა
ევრობონდების გამოშვებისთვის, საერთაშორისო და ადგილობრივი საინვესტიციო ბანკები შეირჩა

2021 წლის 26 თებერვლის მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს ევრობონდების გამოშვების პროცესის დაწყებისთვის, დაევალა საინვესტიციო ბანკების შერჩევა.

ევროობლიგაციების გამოშვების უზრუნველყოფის მიზნით, ბანკების შესარჩევად შექმნილმა კომისიამ შეაფასა 10  საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი, მათ მიერ წარმოდგენილი შემოთავაზებების მიხედვით.

შედეგად, შერჩეულ იქნა უმაღლესი ქულის მქონე სამი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი:   JP Morgan, Goldman Sachs და ICBC

გარდა ამისა, ადგილობრივი ბაზრის განვითარების ხელშეწყობისთვის, მიზანშეწონილად ჩაითვალა პროცესში  ადგილობრივი საინვესტიციო ბანკების ჩართვა, რისთვისაც თანამონაწილის სტატუსით შეირჩა  - Galt & Taggart და TBC Capital.

საინვესტიციო ბანკების შერჩევის შემდეგ, მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება ხელშეკრულებები. 

ევრობონდების გამოშვება დაგეგმილია მიმდინარე წლის აპრილში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics