|
2021-03-19 17:08:48, 772 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებმა სტამბულში „შუა დერეფნის“ სამუშაო შეხვედრებში მიიღეს მონაწილეობა
16-17 მარტს, პანდემიის შემდეგ, სტამბულში, „ტრანს კასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ (TMTM) პირველი სამუშაო სხდომა გაიმართა. შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა 2020 წლის მუშაობის შედეგების ანგარიში წარადგინეს და 2021 წლის გეგმებზე ისაუბრეს. ღონისძიებას საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების ხემლძღვანელი პირები დაესწრნენ. მხარეებმა აღნიშნეს, რომ COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული რთული სამუშაო პირობების მიუხედავად, 2020 წელს მარშრუტი სტაბილურად ვითარდებოდა და სატრანზიტო საკონტეინერო გადაზიდვის მოცულობა გაიზარდა. ТМТМ-ის (Middle Corridor) სამუშაო ჯგუფის მონაწილეებმა 2021 წლის გადასაზიდი ტვირთების მოცულობა განსაზღვრეს და კონკურენტუნარიან სატარიფო განაკვეთებზეც შეთანხმდნენ. გადაზიდვების გეგმის თანახმად, 2021 წელს ТМТМ-ის პრიორიტეტს სერვისების განვითარება და სატრანზიტო საკონტეინერო გზავნილების მოცულობის ზრდა წარმოადგენს. სხდომის მონაწილეებმა, ТМТМ-ის მარშრუტის პოტენციალის სრულფასოვანი რეალიზაციისა და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესების მიზნით, გადაწყვეტილება მიიღეს შემუშავდეს ТМТМ-ის 2025 წლამდე განვითარების სტრატეგია, რომელიც შუა დერეფნის (Middle Corridor) ყველა მონაწილის მხრიდან მკაფიო, თანმიმდევრულ და საპასუხისმგებლო ზომების მიღებას მოიცავს.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)