|
2021-03-19 15:34:39, 552 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ბენდელიანი: მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრული პროცესის ნაწილობრივ გააქტიურებასთან დაკავშირებით განცხადება პირველად თბილისის მერიამ გაავრცელა
მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე და მიმდებარე ფერდებზე მეწყრული პროცესის ნაწილობრივ გააქტიურებასთან დაკავშირებით განცხადება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ თავად გაავრცელა და მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა. მერის მოადგილე მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ ვითარებას გაეცნო და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა მონიტორინგი ფაქტის დაფიქსირებიდან რამდენიმე საათში დაიწყეს. „როდესაც მერიამ აღნიშნულის შესახებ განცხადება გაავრცელა, პროცესი რამდენიმე დღით ადრე იყო დაწყებული. როგორც კი პირველი ბზარი გაჩნდა - გავრცელებული ფოტოები რომელ დღესაც არის გადაღებული, იმავე დღესვე, ფაქტის დაფიქსირებიდან რამდენიმე საათში,დარგის სპეციალისტებთან ერთად, ადგილზე ვიმყოფებოდით და მონიტორინგი დავიწყეთ. როდესაც ვნახეთ, რომ ბზარები პროგრესირებდა და უფრო მეტად ემატებოდა, მივიღეთ გადაწყვეტილება და პირველად, დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა მოსახლეობისთვის გაავრცელა განცხადება, რომლითაც აღნიშნულ ტერიტორიაზე გზა ჩაიკეტა. თუ ვინმეს იმის აპელირება სურს, რომ ეს ბზარები უფრო ადრე გაჩნდა და მერია ამ ინფორმაციას მალავდა, შემიძლია, ფაქტის დაფიქსირებამდე გადაღებული ვიდეოები წარმოგიდგინოთ და ამისთვის ანონიმური წყარო არ არის საჭირო. როგორც კი სპეციალისტების მხრიდან რეკომენდაცია მივიღეთ, რომ ფაქტი საფრთხის შემცველი იყო კონკრეტულად მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილებისთვის, გზა იმავე დღეს ჩაიკეტა“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა. მისივე განმარტებით, თავდაპირველად, აღნიშნულ ტერიტორიაზე გაჩენილი ბზარები მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი არ ყოფილა და სპეციალისტებისგან გზის ჩაკეტვის რეკომენდაციაც არ გაცემულა. „როდესაც პირველი ბზარები გაჩნდა, დაახლოებით, ორი კვირის წინ, იყო გაცილებით პატარა მასშტაბის. შესაბამისად, რეკომენდაციები იყო, რომ იმ მომენტისთვის, იმ დღისთვის არ იყო მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი. თუმცა, როდესაც მეწყერმა იმ ეტაპს მიაღწია, რომ უკვე შეიძლებოდა გადაადგილებისთვის და მოსახლეობისთვის საფრთხე შეექმნა, იმავე დღესვე გავრცელდა განცხადებაც და ქუჩაც ჩაიკეტა“, - აღნიშნა მერის მოადგილემ. ირაკლი ბენდელიანის თქმით, მეწყერის გამომწვევ მიზეზებს გეოლოგები და დარგის სპეციალისტები შეისწავლიან. გასული წლების განმავლობაში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)