|
2021-03-19 13:22:52, 687 ნახვა
რეგიონი
მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 10 ადმინისტრაციულ ერთეულში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტს ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში ქალაქ საგარეჯოში, ნინოწმინდაში, წყაროსთავში, გიორგიწმინდაში, დუზაგრამაში, იორმუღანლოში, ლამბალოში, თულარში, ყანდაურასა და შიბლიანში ეტაპობრივად აიზომება და დარეგისტრირება როგორც მოქალაქეების კერძო საკუთრებაში, ასევე, მუნიციპალურ და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები. სისტემური რეგისტრაციის პროექტის მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ ნათია ჩირიკაშვილმა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ერბოწონაშვილმა მიმდინარე საკადასტრო საველე სამუშაოების განიხილეს, განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს და სამომავლო ამოცანებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სისტემური რეგისტრაციის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობის მნიშვნელობას. „იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, 2016 წლიდან ქვეყანაში მიწის რეგისტრაციის მასშტაბური რეფორმას ვახორციელებთ. 2020 წლის საკანონმდებლო ცვლილებებმა კი სარეგისტრაციო პროცედურები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადა. დღეს უკვე, რეფორმის ფარგლებში, როგორც სისტემური, ისე სპორადული რეგისტრაციის წესით, ჯამში, მილიონზე მეტი მიწის ნაკვეთი გვაქვს დარეგისტრირებული. ხოლო, მხოლოდ ბოლო წლის მანძილზე, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, ქვეყნის ფართობის საკადასტრო მონაცემებით დაფარვა 43%–დან 67%–მდე არის გაზრდილი. ამიტომ დღეს გვინდა მოვუწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს, ისარგებლონ სისტემური რეგისტრაციის პროექტით და მარტივად დაირეგისტრირონ მფლობელობაში არსებული ნაკვეთები; გახდნენ კანონიერი მესაკუთრეები, რათა შემდგომ უკვე, შეძლონ რეგისტრირებული საკუთრების ეფექტურად განკარგვა და ეკონომიკური სარგებლის მიღება" – აღნიშნა საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ ნათია ჩირიკაშვილმა. მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის პროექტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ყველა იმ გეოგრაფიულ არეალზე ახორციელებს, სადაც მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული "ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების" პროექტის ფარგლებში, სარწყავი არხების მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს კახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის 5 მუნიციპალიტეტის 28 ადმინისტრაციულ ერთეულში მიწის ნაკვეთების სისტემური წესით დარეგისტრირებას. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას: საკადასტრო აგეგმვა/აზომვითი ნახაზების მომზადებას, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება-ანალიზსა და ნაკვეთების დარეგისტრირებას – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკუთარი ინიციატივით და უფასოდ ახორციელებს.
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)