|
2021-03-18 18:00:32, 454 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროში დღეს იმსჯელებენ, გაგრძელდება თუ არა ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, უწყებაში დღეს იმსჯელებენ, გაგრძელდება თუ არა ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი მისი თქმით, აღნიშნულის თაობაზე ჯანდაცვის სამინისტროში იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფი და გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი შეიკრიბება. „დღეს სამინისტროში შეიკრიბება იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფი და გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციის პროცესის შემდგომი გაგრძელებისა და ფორმატის თაობაზე. დღევანდელი შემთხვევის შესწავლის პროცესი არ იქნება ხანგრძლივი. ამას შეიძლება 24 საათი დასჭირდეს და ამას ჩვენ უმოკლეს ვადაში გავაკეთებთ და ჩავრთავთ ასევე ჯანმო-ს საერთაშორისო კომიტეტსაც, რადგან ამ ტიპის შემთხვევები ექვემდებარება საერთაშორისო ანგარიშგებას. ჩვენ მოვითხოვთ მათ ჩართულობასაც, თუმცა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მიზანშეწონილად მიგვაჩნია პროცესის გარკვეული პერიოდით გადავადება, ვიდრე არ გვექნება ზუსტი პასუხი გამოკვლევის შედეგიდან გამომდინარე, ამაზე დღეს ვიმსჯელებთ და ესეც საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი დღის ბოლომდე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დღეს საქართველოში ვაქცინაციის პროცესში პირველი სერიოზული გვერდითი რეაქციის შესახებ განაცხადა. კერძოდ, ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ ერთ-ერთი სამედიცინო მუშაკი სავარაუდოდ, ვაქცინაციის გამო, კომაში ჩავარდა. ამ დროისთვის, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მას მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში უტარდება. შესაბამისი უწყების მხრიდან ფაქტის შესწავლა დაწყებულია.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)