2021-03-17 16:46:22, 674 ნახვა
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი - AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხოა, გაიკეთეთ აცრა
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთოხა.
ჯანდაცვის მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ჩაიტარონ ვაქცინაცია.
„ჩვენ AstraZeneca-ს ვაქცინის ეფექტს ვაკვირდებით და ვიცით, რომ ის უწყობს ხელს უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას დიდ ბრიტანეთში, ამიტომ, თუ თქვენი რიგი დადგება, გაიკეთეთ აცრა", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერა 13-მა ქვეყანამ. ამის მიზეზად აცრილ მოქალაქეებში თრომბის შემთხვევები დასახელდა. თუმცა, დიდი ბრიტანეთის სამედიცინო სფეროს მარეგულრებელ ორგანოში განაცხადეს, რომ „არ არსებობს მტკიცებულება, რომ თრომბი ვაქცინებს უკავშირდება“.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან