|
2021-03-14 16:21:46, 475 ნახვა
საზოგადოება
ჩვენი მოთხოვნები თუ არ შესრულდება, შემდეგ აქციას პარლამენტთან გავმართავთ - ქუთაისში „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო მიტინგი დასრულდა
ქუთაისში, ნამოხვანჰესის წინაარმდეგ გამართული აქციის ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, მაშინ შემდეგ აქციას თბილისში, პარლამენტის წინ გამართავენ. შეგახსენებთ, რომ ქუთაისში ამ დროისთვის „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია დასრულდა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მათი მთავარი მოთხოვნა გარდა "ნამახვანჰესის" მშენებლობის შეჩერებისა, ეკონომიკის მინისტრის,ნათია თურნავას გადადგომაა. როგორც ის აცხადებს, ადამიანს, რომელიც საკუთარი მოქალაქეების ინფორმირებით არ ინტერესდება თანამდებობაზე ყოფნის მორალური უფლება არ აქვს. „ადამიანი, რომელიც ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას და მას მხოლოდ მინისტრი ჰგონია თავისი თავი, ფიქრობს, რომ მიწის გასხვისება შესაძლებელია ისე, რომ არც იცოდნენ შენი ქვეყნის მოქალაქეებმა, ასეთ ადამიანს არ აქვს მორალური უფლება იყოს ხელისუფალი და იყოს თანამდებობაზე. სწორედ ამიტომ მოვუწოდებ პრემიერს იყოს ქართველი ხალხის ნების აღმსრულებელი და გაუშვას ქალბატონი მინისტრი თანამდებობიდან, თორემ მოგვიწევს გამოვიდეთ მოთხოვნით გადადგეს მთავრობა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მოვლენების რადიკალიზება არ არის ჩვენი მიზანი. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მხარდამჭერი შეემატა ამ პროტესტს. ეს ხალხი აქ საკუთარი მიწის დასაცავად მოვიდა. მუხტი არ დავარდება და პირიქით შეგვიძლია ფიციც ვთქვათ : სისხლის ბოლო წვეთამდე დავიცავთ საკუთარ მიწას და საკუთარ ინტერესებს“, - აცხადებს ვარლამ გოლეთიანი. ცნობისთვის, პროტესტის 141-ე დღეს, ქუთაისში ნამოხვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)