|
2021-03-14 14:10:06, 538 ნახვა
კომენტარი
დავით ბაქრაძე - რამდენიმე საათში გვეცოდინება, რომელი მხარე რა პასუხისმგებლობას იღებს
„რამდენიმე საათში გვეცოდინება, რომელი მხარე რა პასუხისმგებლობას იღებს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ტონალობა შეხვედრის შემდეგ მისასალმებელია. „მივესალმები იმ განცხადებების ტონალობას, რომელიც გაკეთდა დღეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა მხრიდან და მივესალმები, რომ მათი მხრიდან მოიხსნა ის ხელოვნური წითელი ხაზები, რომელსაც ისინი ატარებენ მთელ რიგ საკითხებთან, მათ შორის რიგგარეშე არჩევნებთან და პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით. მაგრამ შეხვედრა გამოაჩენს, არის ეს რიტორიკა სიტყვები სიტყვებისთვის, თუ ეს რიტორიკა გამოიხატება მზადყოფნაში კონკრეტული კომპრომისის და კონკრეტული შეთანხმებისთვის. ძალინ დიდი იმედი მაქვს, რომ ეს რიტორიკა და ეს განცხადებები ასახული იქნება მათ პოზიციაში მოლაპარაკებების დროს. ჩვენ ჩვენის მხრიდან მზად ვართ კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის. მზად ვართ იმისთვის, რომ მაქსიმუმი დავდოთ მოლაპარაკებათა მაგიდასთან, რომ შედეგი დადგეს და ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს. ასე რომ, ძალიან სწრაფად, სულ რამდენიმე საათში გვეცოდინება, რომელი მხარე რა პასუხისმგებლობას და რა ტვირთს იღებს იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ პოლიტიკური კრიზისიდან“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)