19:08 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-13 20:16:33, 604 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქომ „გირჩის მღვდელმსახურებისთვის“ მართლმადიდებლურ ეკლესიაში დაბრუნების წესი გამოაქვეყნა

საპატრიარქომ „გირჩის მღვდელმსახურებისთვის“ მართლმადიდებლურ ეკლესიაში დაბრუნების წესი გამოაქვეყნა.

საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პირი, რომელსაც ეკლესიაში დაბრუნება სურს, ნებისმიერ მღვდელმსახურთან უნდა გაიაროს გასაუბრება.

გასაუბრების შემდეგ „სინანულისა“ და „შენდობის“ ფურცლები უნდა შეივსო, რითაც შესაძლებელი იქნება მართლმადიდებლური ეკლესიაში დაბრუნება.

„ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ შექმნილი „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლების“ ყოფილ წევრებს, რომლებსაც სურთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნება, მართებთ, მიმართონ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნებისმიერ  მღვდელმსახურს, რომელსაც განუცხადებენ თავიანთ სურვილს ეკლესიის წიაღში დაბრუნების შესახებ.

მღვდელმსახური ვალდებულია, აღნიშნულ პირებს გაესაუბროს და განუმარტოს ქრისტიანული მოძღვრების ძირითადი საკითხები.

მას შემდეგ, რაც მღვდელი დარწმუნდება ასეთი პირის გულწრფელ სინანულში, მის სახელზე უნდა გასცეს რეკომენდაცია  ეპისკოპოსთან წარსადგენად.

რომელმაც ე.წ. „სინანულის ფურცელზე“ მას ხელმოწერით უნდა დაადასტურებინოს საკუთარი გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგ წაუკითხოს შენდობის ლოცვა და მის სახელზე ინდივიდუალურად გასცეს ე.წ. ,,შენდობის ფურცელი“ პირადი ხელმოწერითა და ბეჭდით.

აღნიშნული პროცედურის შემდეგ ასეთი პირი კვლავ ჩაითვლება მართლმადიდებელი ეკლესიის წევრად”, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პენ საქართველო: ვახო სანაიას საქმე სცილდება 1 ჟურნალისტის უფლებების დარღვევას, სახიფათოა
NGO-ები: საგანგაშოდ მივიჩნევთ ვახო სანაიას დაკავებას, სოლიდარობას ვუცხადებთ
ე.წ. საბოტაჟის საქმის განხილვა სექტემბრიდან განახლდება
ვიოლა ფონ კრამონი: საქართველო პუტინის მარიონეტად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics