|
2021-03-13 15:01:25, 554 ნახვა
კომენტარი
კარლ ჰარცელი - ვამაყობ, რომ მნიშვნელოვანმა ქვეყანამ, საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა მიიღო ვაქცინა
„ვამაყობ, რომ ისეთმა მნიშვნელოვანმა ქვეყანამ როგორიც საქართველოა, ერთ-ერთმა პირველმა მიიღო ვაქცინა „კოვაქს“ პლატფორმის საშუალებით“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა. მისი თქმით, შემდეგი ნაბიჯი ვაქცინაციის დაწყებაა. „მიუხედავად იმისა, რომ ვიმყოფები ძალზე ინტენსიური პოლიტიკური მედიაციის პროცესში კრისტიან დანიელსონთან ერთად, ვულოცავ საქართველოს, 43 000 ვაქცინის დოზის მიღებას კოვაქსის პლატფორმის საშუალებით. ევროკავშირი და ევროპის გუნდში შემავალი პარტიორები კოვაქსის ყველაზე მსხვილი ფინანსური მხარდამჭერები არიან. მათ 2.2 მილიარდი ევრო გამოყვეს ვაქცინების სამართლიანად გავრცელების მიზნით. ვამაყობ, რომ ისეთმა მნიშვნელოვანმა ქვეყანამ როგორიც საქართველოა, ერთ-ერთმა პირველმა მიიღო ვაქცინა ამ პლატფორმის საშუალებით. შემდეგი ნაბიჯი ვაქცინაციის დაწყებაა. ასევე ვამაყობ, რომ ევროკავშირი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეხმარება საქართველოს მთავრობას ტრენინგის, რჩევების და ლოგიჯისტიკური მხარდაჭერით იმისთვის, რომ მოხდეს ვაქცინის რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტინად მიწოდება მათთვის, ვისაც ის ყველაზე უფრო სჭირდება. პანდემიის დასაწყისიდანვე, ევროკავშირი და ევროპის გუნდი საქართველოს ყველაზე მტკიცე მხარდამჭერები არიან და ფინანსურად ეხმარებიან როგორც მთავრობის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს, ისე უშუალოდ ჯანდაცვისა და სოციალურ ინიციატივებს და კერძო სექტორის ძალისხმევას. საქართველოსთვის გამოყოფილი ეს მხარდაჭერის პაკეტი ყველაზე დიდია ევროკავშირის მიერ ერთ სულ მოსახლეზე განხორციელებული დახმარების თვალსაზრისით. ეს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოხატული სოლიდარობის მანიშნებელია. ეს მოვლენა უმნიშვნელოვანესია კორონავირუსის წინაააღმდეგ ბრძოლაში და იმედს გვისახავს. ევროკავშირი კვლავაც გვერდში უდგას საქართველოს ვირუსთან ბრძოლის გზაზე“, - განაცხადა ჰარცელმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)