19:07 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-12 18:46:13, 610 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია გენდერული თანასწორობის კვირეულის ფარგლებში შეხვედრებს ატარებს

თბილისის მერის მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში ნინო ბურძენიძე გენდერული თანასწორობის კვირეულის ფარგლებში შეხვედრებს ატარებს და მონაწილეებს ქალთა ფუნდამენტურ უფლებებს, არსებულ გამოწვევებს და საჭიროებებს აცნობს.

საინფორმაციო შეხვედრა დღეს გლდანის გამგეობაში გაიმართა, სადაც გენდერული თანასწორობის მისაღწევად არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელეს, ასევე, გამოიკვეთა არაერთი საჭიროება გენდერულ ჯგუფებზე მორგებული ადგილობრივი პოლიტიკის წარმოებისთვის. შეხვედრაში მონაწილეობდა გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი.

გარდა ამისა, თბილისის მერის მრჩეველმა მოინახულა ხანდაზმულთა პანსიონატში მცხოვრები ქალები, სადაც მათი ისტორიები და სურვილები მოისმინა.

გენდერული თანასწორობის კვირეული საქართველოში ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG)  ეგიდით მიმდინარეობს. კვირეულის ფარგლებში ტარდება საინფორმაციო კამპანია, დისკუსიები და  შეხვედრები მოწყვლად ჯგუფებთან.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტის ბოლოდან დონორ ორგანიზაციებთან ერთად დაგეგმილია გენდერული თანასწორობის მიმართულებით ტრენინგები თბილისის მერიის გადაწყვეტილების მიმღები პირებისათვის, აგრეთვე საქალაქო სამსახურებისა და გამგეობებისთვის. აქტივობების მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე შემუშავდეს ხელშემწყობი პოლიტიკა ცენტრალური ხელისუფლების რეკომენდაციებისა და ვალდებულებების შესასრულებლად.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პენ საქართველო: ვახო სანაიას საქმე სცილდება 1 ჟურნალისტის უფლებების დარღვევას, სახიფათოა
NGO-ები: საგანგაშოდ მივიჩნევთ ვახო სანაიას დაკავებას, სოლიდარობას ვუცხადებთ
ე.წ. საბოტაჟის საქმის განხილვა სექტემბრიდან განახლდება
ვიოლა ფონ კრამონი: საქართველო პუტინის მარიონეტად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics